საბავშვო ფეხსაცმლების მაღაზია 577 252 757
თქვენ არ გაქვთ არცერთი პროდუქტი კალათაში
Close
Filters
ძებნა

მიწოდების პირობები

„ლაქი სტეპ “ - ში შეძენილ ყველა პროდუქციას მოგაწვდით მთელი საქართველოს მასშტაბით.

თითოეული შენაძენის შემდგომ, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას SMS-ის სახით მობილურ ნომერზე, ასევე შეკვეთის დასტურს თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე, სადაც ნაჩვენები იქნება დეტალური ინფორმაცია თქვენი შეკვეთის შესახებ. კერძოდ პროდუქციის დასახელება, კოდი, ფერი, ზომა, რაოდენობა, შეკვეთის ნომერი და სხვა. შემდგომ წერილში თქვენ მიიღებთ ინფორმაციას ამანათის მოწოდების შესახებ, კერძოდ თრექინგ კოდს (რეესტრის ნომერი). ამ კოდის საშუალებით, საქართველოს ფოსტის საიტზე https://gpost.ge/. თქვენ შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში, გადაამოწმოთ ამანათის მოწოდების სტატუსი.

კომპანიის ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ, აქტიურდება საკურიერო მოტანის სერვისი (საქარველოს ფოსტა ან დი ეიჩ ელი) რომელიც თბილისის მასშტაბით ხორციელდება იმავე სამუშაო დღეს, თუ გადახდა ხდება 09:30 საათიდან - 15:00 საათამდე, ხოლო 15:00 დან 19:30 საათამდე გადახდის შემთხვევეაში ამანათს მიიღებთ მეორე სამუშაო დღეს !!!

მიწოდების სერვისი არის უფასო, თუ თქვენს მიერ არჩეული პროდუქციის ღირებულება შეადგენს 150 ლარზე მეტს. თუ გზავნილის ღირებულება ნაკლებია 150 ლარზე ან პროდუქცია არის ფასდაკლებაში, ტარიფი თბილისში 0 კგ-დან 3,5კგ-მდე 6.20 ლარი. 3,501 კგ-დან 10 კგ-მდე 12,00 ლარი. 10კგ-დან 20კგ-მდე 21,50 ლარი.

შეკვეთის მიწოდება ხორციელდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. კვირა დღეს მიწოდება არ ხორციელდება.

შაბათს 13:00 საათის შემდგომ განთავსებული შეკვეთები გაიგზავნება ორშაბათს.

ექსპრეს მომსახურების არჩევის შემთხვევეაში ორშაბათი - პარასკევი 15:00 საათიდან 19:00 საათამდე მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის მიტანა ხდება იმავე სამუშაო დღეს, ხოლო 19:00 საათიდან 20:00 საათამდე შეძენის შემთხვევაში მომდევნო სამუშაო დღის 12:00 საათამდე. შაბათ დღეს ნაყიდი პროდუქციის მიტანა ხორციელდება 12:00 საათიდან 15:00 საათამდე იმავე ან მომდევნო სამუშაო დღის 12:00 საათამდე.

ექსპრეს მომსახურება არის ფასიანი. მისი ტარიფი შეადგენს (საქართელოს ფოსტა) 0 კგ-დან 3,5კგ-მდე 8,06 ლარი. 3,501 კგ-დან 10 კგ-მდე 15,60 ლარი. 10კგ - დან 20კგ- მდე 27,95 ლარი.

"გლოვო" -ს საკურიერო მომსახურების შემთხვევაში მიწოდების საფასური შეადგენს 12,50 ლარს.

ექსპეს მოწოდების არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ კომაპნია არ არის პასუხისმგებელი თუ თქვენ არ უპასუხებთ "გლოვო"-ს კურიერის ზარს. ამ შემთხვევაში ამანათი მოხვდება "გლოვო"-ს გაუქმებული შეკვეთების ცენტრში, რის შემგომაც, ამანათის ჩაბარება მოხდება 2 სამუშაო დღის განმავლობაში დამატებითი საფასურის გადასახადით.

უკუგზავნილი არის სერვისი როცა მომხმარებელს სურს პროდუქცისს მაგ. ფეხსაცმლის შეძენა და არ არის დარწმუნებული თუ რომელი ზომა მოერგება. ამ შემთხვევაში იგი ირჩევს უკუგზავნილის სერვის, როცა მას შეუძლია ორი ზომის გამოწერა და ერთის უკან დაბრუნება. ამ შემთხვევაში მომხმარებელი იხდის ორი წყვილის საფასურს და ერთის საფასური უბრუნდება კომპანიის მიერ, მიღების შემდგომ 24 საათის განმავლობაში. დაბრუნებული ფეხსაცმელი და მისი შეფუთვა უნდა იყოს უნაკლო და უნდა გააჩნდეს ყველა ბირკა.

პროდუქციის გაცვლის შემთხვევაში გამოიყენება ასევე უკუგზავნილის სერვისი. თუ მომხმარებელს არ მოერგო ფეხსაცმლის ზომა ან სხვა მოდელში/პროდუქციაში სურს გადაცვლა იგი სარგებლობს უკუგზავნილის ამ სერვისით, იწერს ახალ პროდუქციას და კურიერის მიერ მიწოდების დროს ატანს პირველ წყვილს/პროდუქციას. პირველი შეძენილის საფასური მას უბრუნდება კომპანიის მიერ პროდუქციის მიღების შემდგომ 24 საათის განმავლობაში. პროდუქცია და მისი შეფუთვა უნდა იყოს უნაკლო და უნდა გააჩნდეს ყველა ბირკა.

უკუგზავნილის სერვისი არის უფასო და მომხმარებელს მისით სარგებლობა კონკრეტულ შეკვეთაზე (იდენფიცირება მოხდება შეკვეთის ნომრის მიხედვით) შეუძლია მხოლოდ ერთხელ.

რეგიონებში მიწოდების სერვისი არის უფასო თუ თქვენს მიერ არჩეული პროდუქციის ღირებულება შეადგენს 150 ლარზე მეტს. თუ გზავნილის ღირებულება ნაკლებია 150 ლარზე, ტარიფი 0 კგ-დან 3,5 კგ-მდე 8,50 ლარი. 3,501 კგ-დან 10 კგ-მდე 15,50 ლარი. 10 კგ-დან 20 კგ-მდე 27,30 ლარი.

რეგიონებიდან შეძენის დროს 09:30 საათიდან - 19:30 საათამდე გადახდის შემთხვევაში ამანათის მოწოდება ხდება 3 - 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

პროდუქციის მიწოდება ზემოთ მოცემულ ვადებში არ ხორცილდება სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში. ადმინისტრაციულ ერთეულებს წარმოდაგენენ მესტია, სტეფანწმინდა, დუშეთი, თიანეთი, ცაგერი, ლენტეხი. მითითებულ ადმ. ერთეულებში ამანათის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელება 3 დან 5 სამუშაო დღეში.

ამანათების მომხმარებელზე მიწოდების ვადა შესაძლოა განსხვავებული იყოს დასვენების/დღესასწაულების პერიოდში და მთავრობის მიერ სპეციალური რეგულაციების მიღების დროს.

"საქართველოს ფოსტის" კურიერის ვიზიტი მომხმარებლის მისამართზე ხორციელდება ერთხელ. ერთჯერადი ვიზიტის შემდეგ გზავნილის ჩაუბარებლობის შემთხვევაში - თუ მომხმარებელი არ დახვდა მისამართზე, არ უპასუხა შეკვეთაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე კურიერის მერ განხორციელებულ ზარს, გათიშული ექნა ტელეფონი - გზავნილი 5 ან 15 კალენდარული დღის განმავლობაში შეინახება საქართველოს ფოსტის შესაბამის სერვის ცენტრში, რის შემდგომაც დაბრუნდება კომპანიაში. აღნიშნული მომსახურების საფასური დაეკისრება ადრესატს და მის ტარიფს შეადგენს "ტრასნპორტირება" - ის შემთხვევაში - თბილისი - 0 კგ-დან 3,5კგ-მდე 7,77 ლარი, 3,501 კგ-დან 10 კგ-მდე 14,40 ლარი, 10კგ - დან 20კგ- მდე 25,80 ლარი. ექსპრეს მომსახურების შემთხვევაში - თბილისი - 0 კგ-დან 3,5კგ-მდე 9,67 ლარი, 3,501 კგ-დან 10 კგ-მდე 18,72 ლარი, 10კგ - დან 20კგ- მდე 33,54 ლარი. რეგიონებში 0 კგ-დან 3,5კგ-მდე 10,20 ლარი, 3,501 კგ-დან 10 კგ-მდე 18,60 ლარი, 10კგ - დან 20კგ- მდე 32,76 ლარი.

კომპანიის მიერ ჩაუბარებელი გზავნილის მიღებიდან მაქსიმუმ 3 სამუშაო დღის ვადაში ჩვენს მიერ მოხდება პროდუქციის ღირებულების თქვენს ანგარიშზე თანხის დაბრუნება ტრანსპორტირების, ბანკის საკომისიოს, სადაზღვევო ღირებულების (თუ ასეთი არსებობს), ჩაუბარებელი გზავნილის სერვის ცენტრში გადამისამართების ტარიფის გამოკლებით.

150 ლარზე ნაკლები შეძენილი პროდუქციის საკურიერო მომსახურების ტარიფები / Courier service rates if order will be less than 150 GEL

წონა/Wheight

ტარიფი/Price

0 კგ - 3.5 კგ   თბილისი/Tbilisi

6,20

3.5 კგ - 10 კგ   თბილისი/Tbilisi

12,00

10 კგ - 20 კგ თბილისი/Tbilisi

21,50

 

0 კგ - 3.5 კგ   რეგიონი/Region

8,50

3.5 კგ - 10 კგ   რეგიონი/Region

15,50

10 კგ - 20 კგ რეგიონი/Region

27,30

ესპრეს მომსახურების ტარიფები / Expres delivery rates

წონა/Wheight

ტარიფი/Price

0 კგ - 3.5 კგ   თბილისი/Tbilisi

8,06

3.5 კგ - 10 კგ   თბილისი/Tbilisi

15,60

10 კგ - 20 კგ თბილისი/Tbilisi

27,95

 

0 კგ - 3.5 კგ   რეგიონი/Region

10.27

3.5 კგ - 10 კგ   რეგიონი/Region

18.85

10 კგ - 20 კგ რეგიონი/Region

33,15

ჩაუბარებელი გზავნილის სერვისცენტრში გადამისამართება/
Keeping of undelivered parcel in Gpost Service Center due to unsuccessful delivery

წონა/Wheight

ტარიფი/Price

0 კგ - 3.5 კგ   თბილისი/Tbilisi

7,44

3.5 კგ - 10 კგ   თბილისი/Tbilisi

14,40

10 კგ - 20 კგ თბილისი/Tbilisi

25,80

 

0 კგ - 3.5 კგ   რეგიონი/Region

10,20

3.5 კგ - 10 კგ   რეგიონი/Region

18,60

10 კგ - 20 კგ რეგიონი/Region

32,76

უკუგზავნილი /Proof of Delivery

წონა/Wheight

ტარიფი/Price

0 კგ - 3.5 კგ   თბილისი/Tbilisi

11,16

3.5 კგ - 10 კგ   თბილისი/Tbilisi

21,60

10 კგ - 20 კგ თბილისი/Tbilisi

38,70

 

0კგ - 3.5 კგ   რეგიონი/Region

15,30

3.5 კგ - 10 კგ   რეგიონი/Region

27,90

10 კგ - 20 კგ რეგიონი/Region

49,14